gram news
Аватар канала Abilov Ramin Geo

Abilov Ramin Geo

@abilovramingeo

ПроектыKA

327подписчиков

Открыть канал

Последние посты

  • Abilov Ramin Geo

    19 сент., 06:43изменён

    ამ ფოტოზე გამოსახულია ჩვენი დროის ისლამის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი და მუჰადდისი — შეიხი აბდულ-მუჰსინ ბინ ჰამდ ალ-აბბადი.ის 93 წლისაა ამ სურათში. მიუხედავად ასაკისა და მისი მდგომარეობისა, ალლაჰმა დაიცვას იგი, ის არ ტოვებს ჯუმის ლოცვას და ხუთგზის ლოცვას ჯამაათთან ერთად.დღეს ასეთი ადამიანები არც თუ ისე ბევრნი არიან, ისევე როგორც არც თუ ისე ბევრია ასეთი მეცნიერები...დაე, ალლაჰმა დაიცვას ისლამის მეცნიერები. ამინ!!https://t.me/AbilovRaminGeo
  • Abilov Ramin Geo

    16 сент., 10:51изменён

    მოხსენებულია, რომ შუამავალმა ﷺ თქვა:مَنْ لَقِيَ اللهَ لَا يُشْرِكُ بِهِ شَيْئًا دَخَلَ الجَنَّةَ"ვინც შეხვდება ალლაჰს, და მას თანაზიარე არ შეუქმნა, ის შევა სამოთხეში."📚 იხილეთ საჰიჰ ალ-ჯამი' ას-საღირ 6531.ალლაჰის მოციქულმა ﷺ თქვა:„შირქი, რომელიც თქვენში იმალება, უფრო შეუმჩნეველია, ვიდრე მცოცავი ჭიანჭველა. მაგრამ მე მიგითითებ იმაზე, რისი საშუალებითაც შეძლებ თავი დააღწიო როგორც მცირე, ისე დიდ შირქს. თქვი:„ო, ალლაჰო! ჭეშმარიტად, მე თავშესაფარს ვეძებ შენთან იმისგან, რომ შეგნებულად სხვა ვინმეს ვცე თაყვანი შენს გარდა, და შენგან პატიებას ვითხოვ იმ ყველაფრისთვის, რის შესახებაც თავადაც არ ვიცი.“ტრანსკრიფცია:ალლაჰუმმა ინნი ა‘უზუ ბიქა ან უშრიქა ბიქა უა ანა ა‘ლამუ, უა ასთაღფირუქა ლიმა ლა ა‘ლამუ.اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ أَنْ أُشْرِكَ بِكَ وَأَنَا أَعْلَمُ وَأَسْتَغْفِرُكَ لِمَالاَ أَعْلَمُ
  • Abilov Ramin Geo

    15 сент., 01:12изменён

    „მუსლიმებმა ყურანი მიატოვეს და ნაშიდების მოსმენა დაიწყეს“ — შეიხ ალ-ალბანი.ეს სიტყვები შეიხმა მაშინ თქვა, როდესაც მათ ჯერ კიდევ გარკვეულწილად შეიძლებოდა ნაშიდები ეწოდებინა. რაც შეეხება დღეს, მათი უმეტესობა მუსიკის, ყვირილის, ღრიალისა და ყმუილის მიბაძვაა...მათი მომსმენელთა უმეტესობამ არაბული ენაც კი არ იცის.ისინი მათ იმიტომ უსმენენ, რომ ეს მათთვის მუსიკის შემცვლელია. იქნებ მათში მრავალღმერთიანობისკენ მოუწოდებენ? როგორ გაარჩევთ ამას, თუ თქვენ თვითონაც კი არ გესმით, რაზეა იქ საუბარი...https://t.me/AbilovRaminGeo/714
  • Abilov Ramin Geo

    13 сент., 07:49изменён

    📌 ვინ არის იგი — მართალი ქალი?ცნობილი სწავლულისა და შეიხის, აბდულლაჰ ყუსაირის (ალლაჰმა შეიწყალოს იგი), ლექციას სახელწოდებით „ვინ არის იგი — მართალი ქალი?“ არის ერთი მომენტი. ამ ლექციაში შეიხმა უამბო უმამა ბინთ ალ-ჰარისის მიერ თავისი ქალიშვილისთვის მიცემული დარიგების ისტორია. ძალიან მომინდა, ეს ჩვენს დებსაც გავუზიარო, რათა მათაც ასწავლონ ეს თავიანთ ქალიშვილებს!უმამა ბინთ ალ-ჰარისმა უთხრა თავის ქალიშვილს:„ო, ჩემო ქალიშვილო! თუ დარიგება ადამიანის ზრდილობისა და კეთილშობილური წარმომავლობის გამო აღარ იქნებოდა საჭირო, მაშინ შენთვის ის არ იქნებოდა საჭირო. თუმცა იგი უყურადღებოსთვის შეხსენებაა, ხოლო გონიერი ადამიანისთვის — დამხმარე.ო, ჩემო ქალიშვილო! ქალს რომ მამის სიმდიდრით შეეძლოს ქმრის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ძალიან საჭიროებს მას, შენ ყველაზე ნაკლებად იქნებოდი ქმრის საჭიროების მქონე ადამიანთა შორის. მაგრამ ქალები კაცებისთვის არიან შექმნილნი, ისევე როგორც კაცები —
  • Abilov Ramin Geo

    11 сент., 17:25изменён

    მოხსენებულია, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:مَنِ اسْتَغْفَرَ لِلمُؤْمِنِينَ وَلِلمُؤْمِنَاتِ، كَتَبَ اللّٰهُ لَهُ بِكُلِّ مُؤْمِنٍ وَمُؤْمِنَةٍ حَسَنَةً„ვინც პატიებას ითხოვს მორწმუნე კაცებისთვის და მორწმუნე ქალებისთვის, მას ყოველი მორწმუნესთვის კარგი საქმე დაეწერება“.📚 იხილეთ საჰიჰ ალ-ჯამი' ას-საღირ 6026.https://t.me/abilovramingeo
  • Abilov Ramin Geo

    3 сент., 14:44изменён

    ფიცი არა ალლაჰით შეიძლება?შეიხ იბნ ბაზს ჰკითხეს: რა მდგომარეობაა იმ ადამიანის, რომელიც წინასწარმეტყველის სახელით იფიცება?პასუხი: დაუშვებელია ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს სახელით დაფიცება, ვინც არ უნდა იყოს იგი — არც წინასწარმეტყველის სახელით და არც სხვა ვინმეს სახელით. წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა: „ვინც ფიცს დებს, დაე, ალლაჰით დაიფიცოს ან გაჩუმდეს“. მან ასევე თქვა: „ნუ დაიფიცებთ თქვენი მამების, დედების და თანასწორად მიჩნეული ღვთაებების სახელით. ალლაჰით მხოლოდ მაშინ დაიფიცეთ, როცა სიმართლეს ამბობთ“. წინასწარმეტყველმა ﷺ ასევე თქვა: „ვინც ალლაჰის გარდა სხვა რამეს დაიფიცებს, მან შირქი ჩაიდინა“. ეს იმამ აჰმადმა სანდო ისნადით გადმოსცა "უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). აბუ დაუდმა და ათ-თირმიზიმაც სანდო ისნადით გადმოსცეს იბნ "უმარისგან (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი), რომ წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა: „ვინც ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს სახელით დაიფიცებს, მან ურწმუნოება ან შირქი ჩაიდინა“. მან ﷺ
    109видео11Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    28 авг., 17:29изменён

    📌 ისლამის რელიგია სრულყოფილია და არ საჭიროებს არანაირ დამატებას.ალლაჰის, მოწყალისა და ყოვლადმოწყალის, სახელითყურანისა და სუნნეთის ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ისლამის რელიგია სრულყოფილია და არ საჭიროებს არანაირ დამატებას ყოვლისშემძლე ალლაჰმა ასევე თქვა: „დღეს მე სრულვყავი თქვენთვის თქვენი რელიგია, სრულად მოვიყვანე თქვენზე ჩემი წყალობა და თქვენთვის რელიგიად ისლამი ავირჩიე.“ ალ-მაიდა, 5:3).იბნ ‘აბბასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი ამ აიათთან დაკავშირებით თქვა: „ალლაჰმა აუწყა თავის შუამავალებს და მორწმუნეებს, რომ მან მათთვის სრულყოფილებამდე მიიყვანა რწმენა და რომ მათ არასოდეს დასჭირდებათ რელიგიაში რამის დამატება. ალლაჰმა დაასრულა რწმენა და მასში ნაკლოვანება აღარ იქნება. მან ის მოიწონა და არასოდეს იქნება უკმაყოფილო მისით.“ იხ. „თაფსირ ათ-თაბარი“, 9/518; „თაფსირ იბნ ქასირ“, 2/12.იმამმა აზ-ზაჰაბიმ თქვა: „ყველაფერი, რაც ამ აიათის გარდმოვლენის შემდეგ რელიგიაში იქნა შეტანილი,
  • Abilov Ramin Geo

    28 авг., 09:22изменён

    იმამმა მუსლიმმა გადმოსცა ჰადისი აბუ ჰურაირასა და იბნ ‘უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მათ გაიგონეს, თუ როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა ﷺ:„ან ადამიანები შეწყვეტენ ჯუმას (პარასკევის) ლოცვის მიტოვებას, ან ალლაჰი დაბეჭდავს მათ გულებს, რის შემდეგაც ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან დაუდევართა შორის“.და ყველა სწავლულის ერთსულოვანი აზრია, რომ ჯუმას (პარასკევის) ლოცვა ყოველი მუსლიმის ვალდებულებაა.https://t.me/abilovramingeo
  • Abilov Ramin Geo

    25 авг., 13:29

    49 - მოხსენებულია, რომ შუამავალმა ﷺ თქვა:الدُّعَاءُ هُوَ العِبَادَةُ"დუა არის თაყვანისცემა."📚 იხილეთ საჰიჰ ალ-ჯამი' ას-საღირ 3407.https://t.me/SunnaDaHadisi/105
    102видео1Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo pinned a file

    25 авг., 08:08

  • Abilov Ramin Geo

    24 авг., 10:50

    თუ რამე მოგეწონა შენში ან სხვაში თქვი ეს სიტყვებისიტვები:მაა შაა ალლაჰ, ლაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰ (ასე ინება ალლაჰამა, არ არის ძალა გარდა ალლაჰთან ერთად)ალლაჰუმმა ბაარიქ (ო ღმერთო დალოცე)http://t.me/AbilovRaminGeo
    119видео1Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    23 авг., 16:14

    ყველაზე დიდი რიზყი (სარჩო) რა არის?http://t.me/AbilovRaminGeo
    115видео1Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    22 авг., 09:49изменён

    📌 მავლუდის შესახებ (შუამავლის ﷺ დაბადების დღეზე)ალ-ჰაფიზ იბნ ჰაჯარ ალ-‘ასყალანიმ თქვა: „მავლიდის საფუძველი არის სიახლე (ბიდ‘ათი). მავლიდთან დაკავშირებით არაფერი გადმოცემულა პირველი სამი თაობის — ღვთისმოშიში სალაფების — შესახებ.“ „ალ-ჰაუი ლილ-ფათაუა“, 1/229.ჰაფიზმა ას-სახავიმ (იბნ ჰაჯარის ახლო მოწაფემ) თქვა: „შუამავლის ﷺ მავლიდის აღნიშვნა არ არის გადმოცემული პირველი სამი საუკეთესო თაობის არც ერთი ღვთისმოშიში სალაფისგან. ჭეშმარიტად, ეს მოგვიანებით იქნა გამოგონილი!“ იხ. „სუბულ ალ-ჰუდა“, 1/439.იმამმა აშ-შავქანიმ (გარდ. 1250 წ.) თქვა: „მე ვერ ვიპოვე მტკიცებულება, რომელიც მავლიდის არსებობაზე მიუთითებს — არც ალლაჰის წიგნში, არც სუნნეთში, არც ერთსულოვან შეთანხმებაში და არც ანალოგიაში… სწავლულები ერთსულოვანნი არიან, რომ მავლიდი არ არსებობდა არც საუკეთესო თაობების ეპოქაში, არც მათ შემდეგ მცხოვრებთა შორის და არც იმათ შორის, ვინც მათ შემდეგ მოვიდა.“ იხ. „ალ-ფათჰ არ-რაბბანი“, 2/1087.დიდმა
    152видео21Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    21 авг., 13:43изменён

    ასსალამუ ალეიკუმ ძვირფასო ძმებო და დებო!ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ისლამის მიღება სურთ. ესენი არიან ადამიანები თქვენი სამუშაო გარემოდან, თქვენი მეზობლები, ნათესავები, თანაკლასელები, ბავშვობის მეგობრები და ზოგჯერ სრულიად შემთხვევითი თანამგზავრები. მაგრამ როგორ ვუამბოთ მათ მოკლედ და გასაგებად, თუ რა არის ისლამი?გამომცემლობა „დაურამ“ მოამზადა წიგნი „იმანის საფუძვლები“, რათა ადამიანებისთვის რელიგიის საფუძვლების გაცნობა უფრო მარტივი გახდეს. ჩვენმა ძმებმა და დებმა ეს წიგნი მოამზადეს რუსულ, ყაზახურ, უკრაინულ და სხვა ენებზე! გაავრცელეთ იგი თქვენს ახლობლებში, ნაცნობებსა და მეგობრებს შორის. დაე, ალლაჰმა ყველა სწორ გზაზე დააყენოს!ვთხოვთ ყოვლისშემძლე ალლაჰს, რომ ამ წიგნში მოცემული ცოდნა ადამიანთა ამქვეყნიური და საიქიო ცხოვრების ხსნის მიზეზად აქციოს; იყოს მათდამი ჩვენი უფლის წყალობის, სიკეთისა და უმეცრების, უბედურებისა და მწუხარების ტვირთისგან სულის
    293файл71Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    19 авг., 11:57изменён

    თუ გინდა ბარაქა შენს ცხოვრებაში, ქენი ეგ 2 რამ.https://t.me/AbilovRaminGeo
    180видео1Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    18 авг., 17:26изменён

    სულის მოგზაურობა სიკვდილის შემდეგhttps://t.me/AbilovRaminGeo
    168видео1Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    16 авг., 11:23изменён

    3 ხეირი როცა ვიძახით სალავათს შუამავალზე ﷺსალლალლაჰუ ალეიჰი ვა სალლამ.https://t.me/AbilovRaminGeo
    173видео31Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    14 авг., 20:07изменён

    შუამავალმა ﷺ თქვა:لَا تَغْضَبْ وَلَكَ الجَنَّةُ"ნუ გაბრაზდები და მაშინ გექნება სამოთხე."📚 იხილეთ საჰიჰ ალ-ჯამი' ას-საღირ 7374.https://t.me/AbilovRaminGeo
    144видео11Открыть в Telegram
  • Abilov Ramin Geo

    12 авг., 06:02изменён

    📌 აჰმად იბნ აბდულლაჰ იბნ იუსუფმა გადმოსცა: „მოვისმინე, როგორ ჰყვებოდა იუნუს იბნ აბდ ალ-ა‘ლა აშ-შაფი‘ისგან:„ორი კაცი ერთმანეთს საყვედურობდა, ხოლო აშ-შაფი‘ი მათ საუბარს ისმენდა. მაშინ მან ერთ-ერთ მათგანს უთხრა:„შენ არ შეგიძლია ყველა ადამიანი დააკმაყოფილო. ამიტომ გამოასწორე ის, რაც შენსა და ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰს შორის არის. ხოლო თუ გამოასწორებ იმას, რაც შენსა და ალლაჰს შორის არის, მაშინ ადამიანებს ყურადღებას ნუ მიაქცევ.“مناقب الشافعيhttps://t.me/AbilovRaminGeo
  • Abilov Ramin Geo

    12 авг., 02:04изменён

    📌 აბუ უბაიდა იბნ აბდულლაჰ იბნ მას‘უდმა, ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი, თქვა:„აბდულლაჰ იბნ მას‘უდის, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, ნებაყოფლობითი ლოცვებიდან, რომლებსაც იგი არ ტოვებდა, იყო:— ოთხი რაქათი შუადღის ლოცვამდე (ზუჰრი) და ორი რაქათი მის შემდეგ;— ორი რაქათი საღამოს ლოცვის შემდეგ (მაღრიბი);— ორი რაქათი ღამის ლოცვის შემდეგ (‘იშა);— ორი რაქათი დილის ლოცვამდე (ფაჯრი).“[იბნ აბი შეიბას „მუსანნაფი“, 2/107]https://t.me/AbilovRaminGeo
Скачать ряд в CSV
Бот обратной связи для своего канала — бесплатно

Подписчики пишут боту, вы отвечаете реплаем, ваш аккаунт скрыт. Создаётся в одно касание.

Как это работает →
Создать бота