gram news
Аватар канала მაუწყებელი • Mautskebeli

მაუწყებელი • Mautskebeli

@mautskebeli

ონლაინ მედია "მაუწყებლის" ტელეგრამ არხი.

ПроектыKA

299подписчиков

Открыть канал

Последние посты

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    22 сент., 15:13

    ყვარელში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეების აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც გლეხების 2-დღიანი აქციის საპასუხოდ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გაზარდა. ფასის ზრდა შეეხო როგორც მაღალკონდიციურ, ისე დაბალკონდიციურ ყურძენს.მევენახეებს თითქმის 24 საათის განმავლობაში ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი და აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად დაწესებული ფასებით, საბანკო ვალდებულებების გადახდაც კი შეუძლებელი იქნებოდა, არათუ მოგების ნახვა.ამ წუთებში, გლეხები ღვინის ქარხნის ჩასაბარებელ პუნქტებთან ყურძენს აბარებენ.
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    21 сент., 07:54

    წაიკითხეთ ჩვენი ახალი სტატია: https://mautskebeli.ge/all-articles/tskhovreba-emigratsiashi-shroma-kveqnistvis
    Mautskebeliცხოვრება ემიგრაციაში:შრომა ქვეყნისთვის უფლებების გარეშე
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    20 сент., 17:56

    გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებული რეგიონული არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, მემარცხენე Die Linke პირველ ადგილზე გავიდა.საზოგადოებრივი მაუწყებლლის, ZDF-ის ეგზიტპოლით, Die Linke-მ ხმების 26% მიიღო, ARD-ის მიხედვით კი — 24.5%. მეორე ადგილზე კანცლერ ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) გავიდა — 20%-ით. ZDF-ის მიხედვით AfD-ს 13.5%, ARD-ის ეგზიტპოლით კი 16% აქვს.შედეგების დადასტურების შემთხვევაში, გერმანიის გაერთიანების შემდეგ პირველად, ბერლინის მთავრობას Die Linke უხელმძღვანელებს. პარტიის ლიდერ ელიფ ერალპს შესაძლებლობა ექნება, ბერლინის მმართველი მერი გახდეს. ამისთვის Die Linke-ს კოალიციური პარტნიორების მხარდაჭერა დასჭირდება.ბერლინს ამჟამად CDU-სა და SPD-ის კოალიცია მართავს. 2023 წლის არჩევნებში CDU 28.2%-ით პირველ ადგილზე გავიდა, Die Linke-მ კი 12.2% მიიღო.იმავე დღეს არჩევნები ჩატარდა მეკლენბურგ-ფორპომერნშიც, სადაც ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    20 сент., 17:56

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    20 сент., 13:57

    ზანდუკელის №2-ში ბალახაძეების ოჯახის მხარდასაჭერად სოლიდარობის ბაზრობა გრძელდება.დღის ბოლოს, 18:30 საათიდან, გაიმართება აუქციონი, სადაც სხვადასხვა უნიკალური ნივთი გაიყიდება.
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    19 сент., 14:01

    უყურეთ ჩვენს ლაივს ზანდუკელის #2 ნომრიდან:https://fb.watch/v/3m_QLRkj2/
    Facebook1.7K views · 28 reactions | გამოსახლებების წინააღმდეგ | მაუწყებელი •...
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    19 сент., 12:16

    დაელოდეთ ჩვენს პირდაპირ ეთერს
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    18 сент., 12:08

    🎒თბილისის 21-ე სკოლასთან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები არიან შეკრებილები. სწავლის დაწყებიდან ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ შენობა ავარიულია და პროცესი ვერ გაგრძელდება.შეკრებილები ეწინააღმდეგებიან ონლაინ სწავლებას ან მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებას და სამინისტროსგან ერთიანი ალტერნატიული შენობის გამოყოფას მოითხოვენ.
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    16 сент., 09:35

    იემენში „ანსარ ალას“ (ჰუსიტების) სწრაფმა სამხედრო წინსვლამ და საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა დარტყმებმა საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტის შეჩერების უპრეცედენტო რისკის წინაშე დააყენა.ერაყიდან განხორციელებული დრონების იერიშის შედეგად დაზიანდა სამეფოს მთავარი „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენის სატუმბი სადგური, რის გამოც ერ-რიადმა მილსადენის მუშაობა გათიშა. აღნიშნულ მარშრუტზე გლობალური ნავთობმიწოდების დაახლოებით 4% მოდის; ტრეიდერების შეფასებით, მილსადენის უმოკლეს ვადაში აღდგენის გარეშე, ქვეყანას საექსპორტო რეზერვები რამდენიმე დღეში ამოეწურება. ამ ფონზე, ნავთობის საერთაშორისო ფასმა ბარელზე 108 დოლარს გადააჭარბა.კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტილია, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნავთობსადენი კი სწორედ ამ მარშრუტის ალტერნატივას, წითელი ზღვის პორტებამდე ნედლეულის გადატანას
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    16 сент., 09:35

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 19:43

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 19:43

    „ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე ტელეკომპანიაში არსებულ მძიმე შრომით პირობებსა და გაუცემელ ხელფასებზე წერს:ძალიან რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, თუმცა, როცა ყველანაირ წითელ ხაზს კვეთენ, სრულიად უგულებელგყოფენ და პასუხის ღირსადაც არ გთვლიან, სრულად გამართლებულად მიმაჩნია, ასე საჯაროდ საუბარი.მოგეხსენებათ, უკვე 6 წელია ვმუშაობ ტელეკომპანია „ფორმულაში“ და ამ 6 წლიდან, ალბათ, მხოლოდ 2 წელი თუ იყო ფინანსურად სტაბილური. მას შემდეგ კი, რამდენი ხანია, მუდმივად გვესმის, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისია, ხელფასები არ გაიცემა, როდის რა ჩაირიცხება ან საერთოდ ჩაირიცხება თუ არა — არავინ იცის.ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ დეკრეტში გასვლამდე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ისე ვიმუშავე, რომ, ფაქტობრივად, მე მჭირდებოდა თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ სამსახურში სრულფასოვნად მემუშავა. დადგა ოთხთვიანი ფასიანი დეკრეტული შვებულების დროც. თუმცა, მას შემდეგაც, რაც უკვე არაერთი თვე გავიდა, მხოლოდ ორჯერ
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 18:31

    მოძრაობა „ხმა“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს უფასო სასკოლო კვების საკითხზე მსჯელობისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვს.“ზაფხულში ორი თვის განმავლობაში, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში მოძრაობა ხმამ, თანამოაზრე მოხალისეებთან ერთად, შევაგროვეთ 35 928 ხელმოწერა - საქართველოს საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვის მოთხოვნით. ეს არის რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც ჩვენ ქუჩაში პირისპირ შევხვდით და ფიზიკური ხელმოწერით გამოხატეს უფასო სასკოლო კვების მხარდამჭერა. თუმცა რეალურად ამ იდეის მხარდამჭერი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია: კანონპროექტის ხელმომწერების ოჯახის წევრები, დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები უამრავი ადამიანი, რომლებიც გვწერდნენ რომ სურდათ ხელმოწერა, მაგრამ დროის და ადამიანური რესურსის შეზღუდულობის გამო, ყველა მხარდამჭერთან ფიზიკურად შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.კერძო ტელევიზიების მხრიდან არაერთი შემოთავაზება გვქონია, მათ ეთერებში გვესაუბრა
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 18:31

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 13:55

    „თაუერში ბინებს ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს. უმეტესობა უცხოელები იქნებიან, რომლებიც ბინებს საინვესტიციოდ ყიდულობენ. ჩვენი სამიზნეები არიან დიპლომატები, ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ბიზნესი აქვთ და იქ არ ცხოვრობენ, მაგრამ საკუთარი ბინის ქონა სურთ“, — ამბობს „არქის“ პარტნიორი ისრაელელი დეველოპერი მენი ბენიში YNET-თან საუბარში.ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე — თბილისის ერთ-ერთ ბოლო დიდ საჯარო სივრცეში 70-სართულიანი ტრამპ-თაუერი აშენდება. სულ ახლახანს ოცნება თბილისელებს აქ ცენტრალური პარკის მოწყობას პირდებოდა.თბილისს საჯარო სივრცე კატასტროფულად აკლია. ქალაქი, რომელიც მასობრივი მშენებლობის ბუმს განიცდის, ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს იმ ადგილებს, სადაც ადამიანები უბრალოდ არსებობენ — ბაღებს, მოედნებს, სკვერებს. იპოდრომი ამ კონტექსტში განსაკუთრებული სივრცე იყო. ახლა კი იქ ტრამპის სახელით ბეტონის გიგანტი აღიმართება.
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 10:57

    ექიმი მაია კოხტაშვილი მოქალაქეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის:"მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო - ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე.მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს - სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს - ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის.მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე - ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს.თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ. მადლობა ჩემს
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    15 сент., 10:56

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    13 сент., 13:11

    ახმეტაში დაკავებულ ექიმ მაია კოხტაშვილს სასამართლოს მიერ დაკისრებული 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო საზოგადოებამ დაახლოებით 1 საათში შეუგროვა.„არაფრის მეშინია. ათიათასობით ჩემი თანამოქალაქე გვიმაგრებს ზურგს. გვაქვს ღირსება და სიმართლე, ანუ ყველაფერი. არც მინახავს და არც გამიგონია ასეთი სოლიდარობა, რაც ჩვენმა ოჯახმა მიიღო… დილით ვიპოვე ბებო, შემთხვევით, ეზოს კარიდან მოცქირალი, მეორე დღეა აქ ვდგავარ, რომ საკუთარი თვალით დავინახო, მაია ექიმი ნამდვილად სახლშიაო. დედას პროცესი რომ მიმდინარეობდა, მისი მამა და მრევლი ერთად მისთვის ლოცულობდნენ.სახლში მოდიოდა ხალხი და საკუთარ, წლების განმავლობაში დაგროვილ დანაზოგს სრულად გვთავაზობდა. ესაა ცხოვრება!“ — წერს კოხტაშვილის შვილი, ანა იმედაშვილი, ფეისბუქზე.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ექიმის წინააღმდეგ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით
  • მაუწყებელი • Mautskebeli

    13 сент., 13:10

  • მაუწყებელი • Mautskebeli

    12 сент., 11:47

Скачать ряд в CSV
Бот обратной связи для своего канала — бесплатно

Подписчики пишут боту, вы отвечаете реплаем, ваш аккаунт скрыт. Создаётся в одно касание.

Как это работает →
Создать бота