Latest posts

Netgazeti | Batumelebi
22 Sept, 19:04
🗨️ "ბოლო წლებში გამოჩნდა ბოდიშის ნარატივიც. ვის მოვუხადო ბოდიში და რისთვის? კი, ბოდიშის მოხდა, მონანიება ძალიან ქრისტიანული აქტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს.ვის წინაშე მოვინანიო? მე დამესხნენ თავს, მე მესროლეს და მე გამომაძევეს. პრობლემა არასდროს მოგვარდება, თუ ჩვენ ცალმხრივად ვთქვით ბოდიში”, – ამბობს ისტორიკოსი.📌 წაკითხეთ ისტორიკოს კახა კვეშელავას ისტორია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/639402/Batumelebi"ჩემს სიზმრებში ყოველთვის სოხუმში ვარ" - აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ამბავი - Batumelebi• აფხაზეთის ომი • დევნილები • სოხუმი
Netgazeti | Batumelebi
22 Sept, 13:50
🔴 გივი ჯიბლაძემ, რომელიც მოწმედ იყო გამოძახებული „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე, სასამართლოში, დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პირი, რომელიც ქოლ-ცენტრებს მფარველობდა. სხდომა დახურულია, მას ჟურნალისტები ვერ ესწრებიან. ეს ინფორმაცია ადვოკატმა მიაწოდა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.„თქვა, რომ […] როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მან „გაწია“ ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური და ღარიბაშვილმა ჩაიგდო ეს ქოლ-ცენტრები“ — ამბობს ელისო კილაძის ერთ-ერთი ადვოკატი, ნათია კორკოტაძე.ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია ჯიბლაძეს გამოძიებისთვისაც აქვს მიწოდებული, მაგრამ ღარიბაშვილი გამოკითხული ამასთან დაკავშირებით არ არის.„მე ეგ არ მითქვამს“ — ეს კომენტარი გააკეთა გივი ჯიბლაძემ ამ თემაზე ტვ პირველთან, როცა სასამართლოს ტოვებდა.ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/816872/Netgazetiახალი საქმე ღარიბაშვილის წინააღმდეგ? - მოწმემ ის ქოლ-ცენტრების მფარველად დაასახელა - Netgazetiგივი ჯიბლაძემ, რომელიც მოწმედ იყო გამოძახებული „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე, სასამართლოში, დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პირი, რომელიც ქოლ-ცენტრებს მფარველობდა. სხდომა დახურულია, მას ჟურნალისტები ვერ ესწრებიან.…
Netgazeti | Batumelebi
22 Sept, 09:07
სტრილკოვეს რაიონში, სავარაუდოდ, ერთდროულად ოთხ ობიექტზე განხორციელდა დარტყმა, სადაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.წინასწარი ინფორმაციით, ФСБ-ის 15 ოფიცერი დაიღუპა, კიდევ დაახლოებით 30 ადამიანი კი დაიჭრა.
Netgazeti | Batumelebi
22 Sept, 07:30
📌 გიორგი სულამანიძე წერს, რომ 21 სექტემბრიდან დატოვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მისივე განცხადებით, ამ პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა.💬 „მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება - დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი. [...] ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა. ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს“, - წერს სულამანიძე სოციალურ
Netgazeti | Batumelebi
22 Sept, 06:57
დამოუკიდებელ საერთაშოროსო მეცნიერებაში სომხეთი ამ ვირუსის დადასტურებული წარმოშობის ადგილად არ სახელდება.ვრცლად: https://netgazeti.ge/news/816835/
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 16:08
🗨„მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი - „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ - და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს”. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში. უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“, - აცხადებს
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 15:58
⭕️ „უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა, სამწუხაროდ, დაკარგა კონტროლი თავის დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე. მათი დიზელის გადამმუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, მინიმუმ დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, რადგან ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები, იღუპებიან. რა სირცხვილია!“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 13:08
2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება. დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს. ვრცლად: https://batumelebi.netgazeti.ge/news/639332/
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 11:26
რუსულ დაჯგუფებას დონეცკის მიმართულებაზე დრონი მოუფრინდა
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 09:13
🟥კადიროვმა რეკორდული მონაცემებით, 99.85 პროცენტით „გაიმარჯვა“ არჩევნებში
Netgazeti | Batumelebi
21 Sept, 07:37
🟥 32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 🟥 ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს ნარკოტიკი ჩაუდეს, სწორედ იმის გამო, რომ მან პოლიცია ამხილა. ვრცლად: https://netgazeti.ge/news/816716/Netgazeti17 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც პოლიციელები ძალადობაში ამხილა - Netgazeti32 წლის გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც ქობულეთში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ოფიციალურად ბრალი მას ნარკოდანაშაულში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ კვიცარიძეს…
Netgazeti | Batumelebi
20 Sept, 17:37
🔴 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC & PH) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გასულ კვირაში, ერთ ღამეში საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით ათობით ბავშვის მოხვედრა, სავარაუდოდ, ნოროვირუსს უკავშირდება.❓რა არის ნოროვირუსი? ⁉️ რა კითხვებს სვამენ სპეციალისტები? ვრცლად წაიკითხეთ მითითებულ ბმულზე: https://netgazeti.ge/news/816706/
Netgazeti | Batumelebi
20 Sept, 08:34
“არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მართლა მაინტერესებს — ამ ბიჭმა გამაგებინოს, რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ. მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?” https://netgazeti.ge/news/816699/Netgazeti„სინდისი არ აწუხებს?“ — ბუდუ ზივზივაძის მამა გიორგი გველესიანის განცხადებაზე - Netgazetiსაქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა ეხმაურება ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის იმ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ ევროპული კურსისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ.…
Netgazeti | Batumelebi
19 Sept, 08:21
🇨🇦🇪🇺 კანადა შესაძლოა, ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს. ეს სიტყვათშეთანხმება, შესაძლოა, ადრეც გსმენიათ იმ ქვეყნებთან მიმართებაში (საქართველოს ჩათვლით), რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული, თუმცა არასწორად — ევროკავშირს ასოცირებული წევრი ამ დრომდე არ ჰყოლია.ვრცლად: https://netgazeti.ge/news/816579/
Netgazeti | Batumelebi
19 Sept, 06:06
⭕ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აწ გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახელობის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს დაამტკიცა.სანქციებისა და ტარიფების შესახებ მასშტაბური კანონპროექტი მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას.ლინდსი გრემის კანონის შესახებ: https://netgazeti.ge/news/816457/
Netgazeti | Batumelebi
18 Sept, 16:40edited
ოპერაცია "ვივალდის" ოფიციალური ვიდეო კადრები გავრცელდა.როგორ ითქვა უკრაინამ დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში კონტრიერიში წამოიწყო და სწორედ მისი კოდური სახელწოდებაა ვივალდი.ამ ეტაპზე მე-3 საარმიო კორპუსმა 75 კმ² მოწინააღმდეგისგან გაწმინდა, ხოლო დამატებით 10 კმ²-ის სრული დეოკუპაცია განახორციელა.
Netgazeti | Batumelebi
18 Sept, 16:20
⭕ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოები საქართველოში, ასევე ნორვეგიის საგარეო უწყება, აცხადებენ, რომ არ ცნობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.ვრცლად: https://netgazeti.ge/news/816649/
Netgazeti | Batumelebi
18 Sept, 13:08
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ ექიმს გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის დარბაზიდან გათავისუფლდა. პირობა ასეთი იყო - 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი. მას ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი
Netgazeti | Batumelebi
18 Sept, 08:32
გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი პაატა სალიას ღია განცხადებით მიმართავს.„ბატონო მინისტრო, გთხოვთ, თქვენი სამინისტროს ქვემდებარე N8 დაწესებულებაში არ შეასრულოთ გამომძიებლის უკანონო მოთხოვნა. არ დაარღვიოთ ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილების უფლებები და მომცეთ უფლება, როგორც სხვა პატიმრებს, დავრეკო მხოლოდ ჩემს მეუღლესთან და შვილებთან“, – ნათქვამია 17 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში.გაიგეთ მეტი - https://netgazeti.ge/news/816543/
Netgazeti | Batumelebi
18 Sept, 07:57edited
🇺🇸 „ჩემი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის თამამი ლიდერობის წყალობით, პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელში. „თუ ეს მოხდება, ლოკაცია ძალიან მალე გამოცხადდება. ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი ჩვენი დიადი აშშ-პოლონური ალიანსისთვის“.ევროპაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზები ამჟამად მხოლოდ ექვს ქვეყანაში მდებარეობს: გერმანიაში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, თურქეთსა და ბელგიაში.გაიგეთ მეტი ამ ამბავზე: https://netgazeti.ge/news/816545/
Followers write to the bot, you answer by reply, your account stays hidden. Created in one tap.
How it works →Related Channels
Other channels in the same section of the catalogue.
