Latest posts

Polemos
20 Sept, 09:54
"ტრადიცია იმდენად ძლიერია, რომ მომავალი თაობები იოცნებებენ იმაზე, რაც არასდროს უნახავთ".გილბერტ კით ჩესტერტონი
Polemos
15 Sept, 10:47
დღეს ვიხსენებთ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობებით აღსავსე სამხედრო მოღვაწეს, ომის, შლეგური გამბედაობისა და ბედისწერისადმი ფანატიკური რწმენის სიმბოლოს - ბარონ რომან ფონ უნგერნ-შტერნბერგს. ბალტიელი გერმანელების შთამომავალი გენერალი უნგერნი, რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა.ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ბარონი უნგერნი აზიაში თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეთაური გახდა. 1920 წელს უნგერნი მონღოლეთში შევიდა და 1921 წლის თებერვალში აიღო ურგა (ულან-ბატორი), საიდანაც ჩინური არმია განდევნა. ბოღდო-გეგენ VIII-მ აღადგინა მონარქია და უნგერნს ხანის ტიტული მიანიჭა. ფაქტობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში იგი მონღოლეთის სამხედრო მმართველი გახდა.ბოლშევიზმთან უკომპრომისო მებრძოლი უნგერნი, საკუთარ თავს ძველი მონარქიული წესრიგის დამცველად მიიჩნევდა. იგი გატაცებული იყო ბუდიზმითა და აღმოსავლური კულტურით, ხოლო მისი პიროვნების გარშემო ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე იმდენად ლეგენდარული
Polemos
15 Sept, 10:47

Polemos
13 Sept, 10:56
,,განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს"იაკობ გოგებაშვილი
Polemos
10 Sept, 08:32
მოგეხსენებათ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვატარებთ მემორიალურ ტურნირს მუშტი-კრივში. ბევრმა თქვენგანმა ჩვენი პროექტის ფინანსურად მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა, ამიტომ გადავწყვიტეთ დონაციების შეგროვება.თითოეული ლარიც კი წინ წაწევს და უფრო მასშტაბურს გახდის ღონისძიებას.ვტოვებთ რეკვიზიტებს ყველასთვის, ვისაც სურს თავისი წვლილის შეტანა:TBC: GE95TB7379445064300118BOG: GE81BG0000000612700531ბ.ხ.მადლობა მხარდაჭერისთვის 🫡
Polemos
9 Sept, 09:27
დღეს ვიხსნებთ დაუმარცხებელ ქართველ გენერალს - გიორგი მაზნიაშვილს.ჯერ კიდევ კაპიტნის რანგში, მაზნიაშვილი მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის 1904-05 წლების ომში.გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოვდა წმ. სტანისლავისა და წმ. ანას ორდენებით. მაზნიაშვილმა თავი პირველ მსოფლიო ომშიც გამოიჩინა, 1916 წელს წარმატებული კონტრშეტევისა და მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ შეტევაზე პირადად გადასვლისთვის წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გიორგი მაზნიაშვილი ორჯერ მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს, იცავდა თბილისს თურქეთის ფრონტიდან ქაოსურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც ქალაქის აღება სურდათ. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით გურია თურქებისგან განწმინდა, ჩოლოქის ბრძოლაში
Polemos
9 Sept, 09:27

Polemos
5 Sept, 10:04
"ომს გუნდის მომღერალი ბიჭებით ვერ მოიგებ"მაიკ ჰოარი📷 ყველასთვის კარგად ნაცნობი დანაყოფის წევრები სოხუმში, 1992 წ.
Polemos
2 Sept, 11:10
გასულ უქმეებზე, მცირე შემადგენლობით მონაწილეობა მივიღეთ Traillab-ის კიდევ ერთ სამთო გარბენში. წარმატებით დავძლიეთ უკვე კარგად ნაცნობი დისტანცია - 16 კმ. 1300 მ. ამაღლებით.მძიმე აღმართები, სახიფათო მონაკვეთები, თვალწამრტაცი ხედები და ულევი ემოცია - ყველაფერი რაც ასე ძალიან გვიყვარს ამ სპორტში.თრეილრანინგი არის სპორტი, სადაც პირველ რიგში საკუთარ თავს ეჯიბრები: სწავლობ მოთმინებას, შიშის გადალახვას და საკუთარ თავში ისეთი ძალების აღმოჩენას, რომელთა შესახებ ვერც კი წარმოიდგენდი. სწორედ ამიტომ, თითოეული ასეთი დისტანცია პირადი გამარჯვებაა.გადადგით პირველი ნაბიჯები, გამოდით კომფორტის ზონიდან და სპორტი თქვენს ყოველდღიურობად აქციეთ. შევძელით ჩვენ - შეძლებთ თქვენც! გახსოვდეთ - ერს ჯანსაღი ახალგაზრდობა სჭირდება!
Polemos
1 Sept, 15:57
კუეთება იწყება!27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჩატარდება მემორიალური ტურნირი მუშტი-კრივში.დღეს ამ თარიღის ირგვლივ სულ უფრო ხშირად გვესმის ნიჰილისტური და პაციფისტური განწყობები. ჩვენ არ ვეგუებით მსგავს დამოკიდებულებას და გვსურს პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას ჯანსაღი, მხედრული აქტივობით.სპორტი — ეს არის დისციპლინა, უდრეკი ხასიათი და საბრძოლო სული. 27 სექტემბერს ჩვენ შესარკინებლად გამოვალთ რინგზე, რათა ვაჩვენოთ, რომ ხსოვნა ცოცხლობს, სული გაუტეხელია და ბრძოლა გრძელდება.ტურნირის პარალელურად ჩავატარებთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობას და წავიკითხავთ ლექციას აფხაზეთის ომის შესახებ.ვიწვევთ სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 🥊თუ მზად ხარ ბრძოლისთვის მოგვწერე პირადში ✉️
Polemos
30 Aug, 12:06
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობის ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდის მიუხედავად, საქართველოს არაერთი სამაგალითო და სახელოვანი მეომარი და ოფიცერი უბოძა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სახალხო გვარდიის მთავარსარდალი - ვალიკო ჯუღელი, რომელსაც სხვა ოფიცრებისგან განსხვავებით ყველაზე მძიმე ტვირთის ტარება მოუწია.იმ პერიოდში სახალხო გვარდია მარქსისტული მთავრობის ძალაუფლების მთავარ დასაყრდენსა და რეპრესიულ მანქანას წარმოადგენდა ქვეყანაში, ვალიკო ჯუღელიც სტუდენტობის წლებიდანვე მარქსისტული იდეების მხურვალე მოზიარე გახლდათ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც არც ისე დიდი ოვაციით შეხვდა თავიდან. ამის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჯუღელმა იმაზე დიდი მსვერპლი გაიღო, ვიდრე საფრანგეთში გაქცეული მთავრობის ნებისმიერმა მაღალი რანგის წევრმა.ის და მისი გვარდიელები ყველა ომში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს ომი თურქებთან, რუსებთან, სომხებთან თუ კომუნისტ ამბოხებულებთან.ჯუღელს მოუწია
Polemos
30 Aug, 12:06

Polemos
27 Aug, 11:10
დღეს ვიხსნებთ ნაადრევად წასულ ქართველ მთამსვლელსა და ფოტოგრაფს - გურამ თიკანაძეს.თბილისის პირველი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1956-59 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში. თიკანაძე გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის კრივის პირველი თანრიგს ფლობდა.ფოტოგრაფიამ მეშვიდე კლასიდან გაიტაცა. გახდა პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო მიიღო. მისი ფოტონამუშევრები სცდებოდა იმ დროის შეზღუდვებს.სტუდენტობისას მთამსვლელობამ გაიტაცა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში დალაშქრა კავკასიონისა და პამირის ორმოცამდე მწვერვალი.მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1958 წელს განახორციელა სარეკორდო 14 მწვერვალის ტრავერსი ფასის მთიდან თეთნულდამდე.1963 წლის აგვისტოში
Polemos
27 Aug, 11:10

Polemos
25 Aug, 12:02
გასულ უქმეებზე ჩვენი რუმინელი მეგობრები Camarazii-დან, ქალაქ ბრაშოვში ეწვივნენ პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილის საფლავს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.საქართველოს არმიის პოლკოვნიკი ზალდასტანიშვილი მონაწილეობდა ახალგაზრდა რესპუბლიკის ყველა ბრძოლაში, მათ შორის 1921 წელს წითელ არმიასთან ომში. დამარცხებისა და ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, სამშობლო დატოვა, თუმცა ბრძოლის გასაგრძელებლად დაბრუნდა. იგი აქტიურ ორგანიზებას უწევდა 1924 წლის ანტიბოლშევიკურ აჯანყებას. აჯანყების დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური მოღვაწეობა საფრანგეთში განაგრძო.1941 წელს მსახურობდა აბვერის ქართულ დივერსიულ რაზმ "თამარა II"-ში, რომელიც რუმინეთში იყო დისლოცირებული.მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ 500 ქართველი წითელ არმიელი ტყვე უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა, გერმანელებს მოსთხოვა მათი უკეთეს პირობებში გადაყვანა. მოთხოვნის არასრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თავად დარჩა ტყვეთა ბანაკში სანამ ყველა ქართველი უკეთეს პირობებში არ
Polemos
25 Aug, 12:01

Polemos
22 Aug, 06:52
forwarded from @wolfslairgeorgien
More pictures from the Normandy experience museum Georgian section taken by Polemos
Polemos
21 Aug, 09:13
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა.გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში თურქული რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები, აიღო ახალციხე და არტაანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი ბოლშევიკური აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში.1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს სარდლობდა ქართულ ჯარს. გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, რუსების მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მათ მნიშვნელოვანი
Polemos
21 Aug, 09:13

Polemos
17 Aug, 15:21edited
7-9 აგვისტოს შედგა ჩვენი ექსპედიცია ყაზბეგზე - ევროპის სიმაღლით მეხუთე მწვერვალზე.ეს იყო სიცივის, დაღლილობის, დაძაბულობისა და საკუთარ თავთან ბრძოლის სამი დღე. მარშრუტზე ჩვენ გველოდა ქვათაცვენები, ძლიერი ყინვა და ნაპრალები. ერთ ასეთ ნაპრალში ჩვენი ჯგუფის წინამძღოლი ჩავარდა, რომელიც დროულად და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თუ რაოდენ სერიოზული და სახიფათო შეიძლება იყოს ეს მწვერვალი.გზად ორი უცხოელი შეგვხვდა, რომელთაც გზის გაგრძელება უჭირდათ, ამიტომ მათთვის დახმარების გაწევა გადავწყვიტეთ და თან წავიყოლეთ. მთაში გულგრილობის ადგილი არაა. აქ სხვისთვის გაწეული დახმარება - მთის ეთიკის, მთის კულტურის ნაწილია. დღეს ვიღაცას ეხმარები რთულ მონაკვეთზე, ხვალ კი შესაძლოა მისი დახმარებით შემდეგი ნაბიჯის გადადგმა თავად შეძლო.მიუხედავად ყველა სირთულისა, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძელით მწვერვალზე ასვლა.გაბედეთ, იარეთ მთებში, გამოსცადეთ საკუთარი თავები და დაიპყარით
A feedback bot for your channel — free
Followers write to the bot, you answer by reply, your account stays hidden. Created in one tap.
How it works →Related Channels
Other channels in the same section of the catalogue.
